ბიზნესი
29/11/2022

"ხემსმა" პირველი მაღაზია გახსნა

ჩირის მწარმოებელმა კომპანია "ხემსმა" პირველი მაღაზია ხაშურში გახსნა, სადაც "ხემსის" პროდუქცია: ჩარეული, ხილის, კენკრის და ციტრუსის მცენარეული ჩაის რამდენიმე სახეობა, ასევე ხილის მშრალი საკმაზები, ჩურჩხელები, მურაბები, ნიგოზი, საახალწლო ორცხობილები და სხვა საოჯახო ნაწარმი გაიყიდება.

"ხემსის" დამფუძნებელი სოფია გოგინაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ პროდიქციაზე მოთხოვნა ძალაინ გაიზარდა, რადგან ობიექტმა მომხმარებელს საშუალება მისცა ფიზიკურად გაეცნოს და შეაფასოს პროდუქტი.

"ჩვენთან მოსულ მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს სასურველი პროდუქტი და შემდეგ შეიძინოს. ამასთან, მოწყობილია ჩაის კუთხე, სადაც მომხმარებელს ჩაის დაგემოვნებას და სასიამოვნო დროის გატარებას ვთავაზობ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩაი პირველი და ძირითადი წამყვანი პროდუქტი გახდა, მოთხოვნაც უფრო დიდია. რაც შეეხება საკმაზებს, ახალი პროდუქტია და მომხმარებლის ყურადღებას იქცევს, ძალიან მოსწონთ. გამოიყენება სალათებში და სხვადასხვა კერძებში."-აღნიშნავს სოფია გოგინაშვილი.

საქმიანიბაში ჩართულია 5 ადამიანი, ოჯახის წევრები. გაფართოებასთან ერთად კომპანიის გეგმებშია თანამშრომლის დამატებაც. ასევე, სამომავლოდ მაღაზიაში სხვა მეწარმეების პროდუქციის განთავსებაც განიხილება. 

"რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, დაფინანსება არ მიმიღია, მაღაზია საკუთარი სახსრებით გავხსენი, ფართი კი იჯარით მაქვს. ინვესტიცია არ არის დიდი, რადგან ვეცადეთ ყველაფერი ჩვენი ხელით გაგვეკეთებინა, ინტერიერზე თავად ვიზრუნე და კედლებიც ხელით არის მოხატული."- აცხადებს სოფია გოგინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ხემსის" ჩირი და სხვა პროდუქტები ქართული ხილის ნედლეულზე უშაქროდ და ყველანაირი დანამატების გარეშე მზადდება. კომპანია ხაშურში, პანდემიის დროს შეიქმნა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023