ბიზნესი
25/12/2020

ხის ხელნაკეთი ნივთები "გაფრისგან" – როგორია კომპანიის გეგმები

„გაფრი“ მომხმარებლბეს ხისგან დამზადებულ ნივთებს, სარკეებს, ჩარჩოებს, სანათებს და სხვა აქსესუარებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი აფრიდონიძის თქმით, პანდემიამ ბიზნესზე დადებითად იმოქმედა და გაყიდვებიც გააქტიურდა.

„ხეზე მუშაობა ჩემი ბავშვობისდროინდელი ჰობია. პანდემიამდე დამზადებულ ნივთებს მხოლოდ საჩუქრად გავცემდი, ახლა ბევრად პროდუქტიული გავხადე ჩემი საქმიანობა. მოთხოვნა საკმაოდ კარგია. საკუთარი სახსრებით შევიძინე ინვენტარი და ვაპირებ „გაფრის“ განვითარებას. წელს პროექტ "აწარმოე საქართველოში" მივიღე მონაწილეობა, მეორე ეტაპზეც გადავედი, იმედია გავიმარჯვებ და მოვიპოვებ დაფინანსებას.

ყოველთვის შეიძლება ძველი და გამოყენებული მასალის გადამუშავება, ხშირად სწორედ ასეთ მასალას ვიყენებ და ახალ სიცოცხლეს ვძენ. სამომავლო გეგმაში მაქვს სახელოსნოს გახსნა, თუმცა მანამდე ვაპირებ კიდევ უფრო ავიმაღლო კვალიფიკაცია და დავხვეწო ნამუშევრები,“– აღნიშნავს გიორგი აფრიდონიძე.

პროდუქცია ადგილობრივი ნედლეულით იქმნება. ძირითადად გამოიყენება წაბლის, მუხის, ცაცხვის ხე. ამ ეტაპზე „გაფრის“ ხელნაკეთი ნივთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023