ბიზნესი
03/11/2020

კლიენტი არც 22:00 საათამდე გვყავს - რესტორან "ჯარგვალს“ შემოსავალი 60%-ით შეუმცირდა

პანდემიის პირობებში რესტორან „ჯარგვალს“  შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით შეუმცირდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ჯარგვალის“ ხელმძღვანელმა ნუნუ ბარბაქაძემ განუცხადა, რიკოთზე მდებარე რესტორანს თუ ადრე საკმაოდ დატვირთული მუშაობა ჰქონდა, პანდემიამ სურათი რადიკალურად  შეცვალა.

„ყველა თავს იკავებს შემოსვლისგან. მთავრობის გადაწყვეტილება,რომელიც  რესტორნების 22:00 საათის შემდეგ მუშაობას ზღუდავს, არაფერ შუაშია. 22:00 საათამდეც კლიენტი ნაკლებად შემოდის. მიზეზი პანდემიაა ალბათ. ასე ვაგრძელებთ მუშაობას და არც გაჩერებას ვგეგმავ. იმედი მაქვს, მალე შეიცვლება სიტუაცია დადებითისკენ,“ - აცხადებს ბარბაქაძე.

მისივე განცხადებით, რესტორანი „ჯარგვალი“ თავს ძლივს ინახავს, მით უმეტეს, რომ შექმნილ სიტუაციას ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაც ემატება.

შეგახსენებთ, დღეიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორების ფუნქციონირება 22:00 საათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ვიცე-პრემიერის განმარტებით განმარტებით, შეზღუდვების დაწესება რესტორნებში გამართულ ღონიძიებებსა და წვეულებებში ინფიცირების ბევრ შემთხვევას უკავშირდება.

მაია ცქიტიშვილმა მოსახლეობას შეახსენა, რომ ქვეყანაში შეზღუდულია იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და სხვა მსგავსი სოციალური სუფრები. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023