ბიზნესი
18/08/2023

ქობულეთში DREAM RESIDENCE აშენდება - პარტნიორი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქობულეთში, დაბა ჩაქვში, ახალი სასტუმროს ტიპის აპარტოტელი აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ დოლარია,  ბანკის ფინანსური რესურსი კი 1.53 მლნ დოლარს შეადგენს.

DREAM RESIDENCE-ი წარმოადგენს დახვეწილი არქიტექტურის, კომფორტისა და მიმზიდველი ინვესტიციის ერთობლიობას.

“DREAM RESIDENCE შავი ზღვის უნიკალური საკურორტო ზონაში შენდება, პირადი პლაჟით რომელიც მდებარობს კომპლექსიდან სულ რაღაც 70 მეტრში. პროექტის ბაზაზე იგეგმება დასასვენებელი კომპლექსის განვითარება საკუთარი ინფრასტრუქტურით. კომპლექსი  შედგება სასტუმროს ტიპის 115 აპარტამენტისგან, კომპლექსის შავი ზღვის სანაპიროდან პირველ ზოლში განთავსდება. აპარტამენტებიდან გადაშლილი იქნება ბათუმის, ზღვისა და მთის უნიკალური  პანორამული ხედები.  აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, პროექტისთვის ინდივიდუალურად შესრულებული დეტალური დიზაინით, ტექნიკითა და ავეჯით. 12 სართულიანი კომპლექსი გააერთიანებს, კაფე-რესტორნებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ადმინისტრაციას, საერთო სარგებლობის სივრცეებს,  ღია აუზს, საფეხმავლო ბილიკს, რომელიც პირდაპირ შეუერთდება ზღვის სანაპიროსა და ზღვაში შეჭრილ ნაპირსს. სანაპიროზე განთავსდება კაფე-ბარი და ღია ტიპის ღამის კლუბი. კომპლექსს ექნება საკუთარი ღია პარკინგი. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, ჩვენ მიზნად  გვაქვს დასახული  მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელება აჭარის რეგიონში, მათ შორის ბათუმში. ამასთან ჩვენი მომხმარებლების მიერ განხორციელებული ინვესტიციების უკუგების მაჩვენებლის გასაზრდელად ვაპირებთ აქტიურად განვავითაროთ სასტუმროს მართვის და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებაც“,- განაცხადა სულხან ფალავანდიშვილმა, DREAM RESIDENCE - ის თანადამფუძნებელმა.

„ჩვენ, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი,  მუდმივად ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, მივცეთ განვითარების ახალი შესაძლებლობები საინტერესო პროექტების განსახორციელებლად. სწორედ ასეთი პროექტია DREAM RESIDENCE - ი, რომელიც გვჯერა რომ მნიშვნელოვან წვლივლს შეიტანს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილბის შექმნაში. კომპანიასთან საკმაოდ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. კომპანია „დრიმ რეზიდენს ჩაქვი“ კომპანია „დრიმსაიდის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს, „დრიმსაიდი“ კი წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ბაზარზე აქტიურად 2021 წლიდან ფუნქციონირებს.  დღეის მდგომარეობით კომპანიამ წარმატებით დაასრულად პროექტი ჩაქვის საკურორტო ზონაში. სწორედ მითითებული სანაპირო ზონის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შენდება DREAM RESIDENCE-ი, რომლის მშენებლობაც 2023 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება“,- აღნიშნავს ნათია ღლონტი, საქრათველოს ბანკი კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023