ბიზნესი
18/01/2022

კოდა: ვცდილობთ, პროდუქცია ამ ეტაპზე არ გავაძვიროთ

მეფრინველეობის კომპანია „კოდას“ დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიამ 2021 წლის ოქტომბერში პროდუციაზე (კვერცხი, ქათამის ხორცი) ფასები გაზარდა, თუმცა, თუ მარცვლეულზე ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანიას ფასების გადახედვა ისევ მოუწევს.

„იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი 15%-ით გაიზარდა. სიმინდი, ხორბალი რუსეთიდან შემოდის, ევროპიდან შემოდის სხვადასხვა ვიტამინი და ვაქცინა, ყოველდღიურად გვეზრდება ფასები საკვებსა და სხვა პროდუქტზე. 1 კილოგრამი მარცვლეული ღირდა 0.95 ლარი, დღეს კი 1.10 ლარი ღირს. თუ ასე გაგრძელდა ფასის მომატება მოგვიწევს, თუ  მარცვლეულზე ფასები ამ დონეზე შენარჩუნდა, შევეცდებით არ გავზარდოთ პროდუქციის გასაყიდი ფასი და ამ ყველაფრის დაბალანსება მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე მოვახდინოთ. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც დაცემულია. ეს ყველაფერი გვესმის და ვეცდებით პროდუქცია ამ ეტაპზე არ გავაძვიროთ,“ - აცხადებს ჭუჭულაშვილი.

მისივე განცხადებით, ფასზე ზეწოლას ელექტროენერგიის სუბსიდირების მოხსნაც ახდენს.

ჭუჭულაშვილის ინფორმაციით, გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩება და რომ არა, აჭარაში, იმპორტირებული კვერცხის დიდი რაოდენობით შემოტანა, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელს გაუტოლდებოდა. მისივე განმარტებით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ზამთრის კურტებზე სასტუმროები კარგად მუშაობენ, რაც აისახა კიდეც „კოდას“ შემოსავლებზე.

„კოდა“ წლიური წარმადობა 65 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023