ბიზნესი
24/03/2021

კომპანია "მანნა" 2 კვირაში ბაზარზე ხილის ჩაის გამოიტანს

ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანნა“ 2 კვირაში ბაზარზე ხილის ჩაის გამოიტანს. როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაფუთი მასალის დიზაინზე მუშაობა.

„ამასთან ერთად ვაკეთებთ ქართული ჩაის ნაკრებს, საუბარია ჩვენ წარმოებულ 7 სახეობის ჩაიზე, რომელიც ერთჯერად შეფუთვაშია. მომხმარებელი, ვისაც უნდა რამდენიმე სახეობა დააგემოვნოს, საშუალება ექნება ერთი სახეობის ნაცვლად შეიძინოს ნაკრები და დააგემოვნოს,“ - აცხადებენ კომპანიაში.

ამ ეტაპზე კომპანია 7 სხვადასხვა სახეობის ჩაის აწარმოებს, ნედლეულს კი გურიის და სამეგრელოს ფერმერებისგან იბარებს. ჩაი „მანნა“ წარმოდგენილია თითქმის ყველა მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტში.

მისი ინფორმაციით, პანდემიამდე კომპანიის გაყიდვების 60% ექსპორტზე მოდიოდა. მათ შორის იყო, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა.

„Covid 19-მა საექსპორტო მიმართულებაზე პრობლემები შექმნა, თუმცა ახლა უკვე პანდემიამდე პერიოდის საექსპორტო მაჩვენებელს ვცდილობთ დავუახლოვდეთ. პროდუქციაზე ექსპორტზე გავიტანეთ ინგლისში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩეხეთთან,“ - აცხადებენ კომპანიაში.  

საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდანაა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

ქარხნის წარმადობა თვეში ამ ეტაპზე 8 ტონა ჩაის გადამუშავებაა, ეს კი სრული დატვირთვის დაახლოებით 30-40%-ია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023