ბიზნესი
17/08/2020

კომპანიამ Gepherrini ქალის ტანსაცმლის წარმოება 2021 წლამდე გადადო

ჩანთების ქართულმა  მწარმოებელმა  კომპანიამ   Gepherrini ქალის ტანსაცმელის წარმოება 2021 წლამდე გადადო. 

კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ პანდემიამ მათზეც იმოქმედა და გეგმები 2021 წლამდე გადასწია. მისი თქმით, კომპანია  ტანსაცმელის წარმოებას საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტისთვის გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ლარია.

„რომ არა პანდემია, 2020 წლისთვისაც ვგეგმავდით ამ ხაზის ამოქმედებას, რადგან თითქმის დასრულებული გვქონდა პროექტი. გარდა ინვესტიციისა, საჭიროა გაყიდვების ქსელის აწყობა, მაღაზიის კონცეფციის შეცვლა და სხვა უამრავი დეტალის გათვალისწინება. რთულია რამის პროგნოზირება, მაგრამ თუ ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება, მომავალი წლისთვის ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ“– აღნიშნავს გეფერიძე.

2014 წელს დაფუძნებული Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023