ბიზნესი
03/07/2023

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა

კარაქის მწარმოებელმა კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა. 

როგორც კომპანიის წარმომადგენელი თიკო ჩხეიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აღნიშნული პროდუქტის წარმოება საწარმოში 10-15 წლის წინაც ხდებოდა, თუმცა, გარკვეული პრობლემების შედეგად,მისი წარმოება შეწყდა. 

ჩხეიძის ინფორმაციით, "შატილის" მენეჯმენტმა  ბაზრის შესწავლის შედეგად სწორედ ამ გემოს აღდგენა გადაწყვიტა. მისი ინფორმაციით, შოკოლადის კარაქი ხვალიდან "გუდვილის" და "ლიბრეს" სავაჭრო ქსელში გაიყიდება, სამომავლოდ კი განიხილება სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებთან თანამშრომლობა. 

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ეს იქნება სატესტო პარტია,მასიურ წარმოებაზე კი კომპანია მხოლოდ მას შემდეგ გადავა, რაც გაყიდვების პირველი შედეგი დაიდება. 

"კონკურენტები არ გვყავს, რადგან შოკოლადის კარაქის წარმოება საქართველოში არ ხდება. ის რაც იმპორტით შემოდის, არის კრემი და არა კარაქი. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ პროდუქტს დიდი გამოხმაურება ექნება,"-აცხადებს ჩხეიძე. 

კომპანია "შატილის"  მწარმოებელი საწარმო თბილიშში, მოსკოვის გამზირზე მდებარეობს. კომპანია 2 სახეობის კარაქს (ნაღების კარაქი და სპრედი)  2001 წლიდან აწარმოებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023