ბიზნესი
15/08/2023

კონკურენციის სააგენტომ "დილსი 2020" ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსი 2020“, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.

საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს ევალებოდა - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.

ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს სააგენტოს მიერ  განესაზღვრა 1 თვის ვადა, რაც მის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დილსი 2020“ 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს  სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023