ბიზნესი
22/08/2023

კონკურენციის სააგენტომ "დიპლომატ ჯორჯიას" "კანტის" 75%-იანი წილის შესყიდვაზე თანხმობა მისცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  - დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის და „თეთრი კვადრატი ისანში“ კონცენტრაციაზე და სწრაფი მოხმარების პროდუქტების (“FMCG”) სექტორში „დიპლომატ ჯორჯიასა“ და  “კანტის“ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება - შპს „თეთრი კვადრატი ისანის“ მიერ შპს „ანაგისგან“ შპს „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის 50%-იანი წილის შესყიდვას. კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარი შეაფასა. მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით, აღნიშნული ბაზრის მოცულობამ, 2022 წელს,   8 084 435 501 ლარი შეადგინა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 61.41-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად HHI 64,14-ია, ხოლო ინდექსის ცვლილება ΔHHI მიხედვით 2,73.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად, შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

რაც შეეხება მეორე კონცენტრაციას - შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ მიერ შპს „კანტის“ 75%-იანი წილის შეძენას. სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტისა და საბითუმო ვაჭრობის, ასევე, სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარზე.

საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტის ბაზარზე, 2022 წელს,  883 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის მოცულობა შეადგენს 368 159 584 ლარს, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი  ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 250,69-ი ფიქსირდება, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  HHI 252,32-ია, ხოლო კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI მიხედვით 1,64.

საკვები და სასმელი პროდუქტების საბითუმო ვაჭრობის ბაზარზე, 2022 წელს, 1106 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის  მოცულობა შეადგენს 4 562 139 613 ლარს, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 213.54-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ,  HHI 232,75. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI 19.22.

სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარზე, 2022 წელს, 70 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის მოცულობა  შეადგენს 5 508 465 832 ლარს, HHI-ის მიხედვით 479.49-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  HHI 498.39. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI - 18.90.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ მიერ შპს „კანტის“წილის შეძენით განხორციელებული კონცენტრაცია, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119  კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 1 დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით  სააგენტოში საქმისწარმოება მიმდინარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023