ბიზნესი
16/10/2023

კონკურენციის სააგენტომ კვებით ობიექტებში სახელმწიფო ენაზე მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით დარღვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, კვებითი  მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, 5 მოვაჭრის მიმართ საკითხის შესწავლა დაასრულა.

აქედან, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 3 მოვაჭრის - შპს „ქიზილ 2023“-ის,  შპს „გრილ ფუდ“-ის და შპს „ჰარვიდენტის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი დადასტურდა. საკითხი ეხებოდა - კვებით ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუს და მომსახურების არასახელმწიფო ენაზე მიწოდებას. ხოლო, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის,  შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, შპს „გრილ ფუდის“ მიერ ხსენებული ჯარიმა გადახდილია.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული საქმის შესწავლა „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება ქ. ბათუმში, 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. ამ ეტაპზე, 6 მოვაჭრის მიმართ საქმის შესწავლა გრძელდება. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023