ბიზნესი
09/06/2020

კონკურენციის სააგენტომ თსუ–ს სტუდენტებისთვის დისტანციური სასწავლო პრაქტიკა დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მაკროეკონომიკის მოდულის დამამთავრებელმა ასამდე სტუდენტმა დისტანციური სასწავლო პრაქტიკა დაიწყო.

დისტანციური პრაქტიკა 1 თვე გაგრძელდება და მის ფარგლებში 10–მდე შეხვედრა გაიმართება.

პირველ შეხვედრას ხელმძღვანელობდა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სტუდენტებთან თანამშრომლობა. პრაქტიკული კურსის ფარგლებში, თქვენ გაეცნობით - საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის განვითარების ისტორიას, არსებულ პოლიტიკას და მის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას კონკრეტული ქეისებით. ასევე, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებს და ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს. ჩვენი მიზანია - კონკურენციის სფეროში, პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა, პრაკტიკული უნარჩვევების გამომუშავება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა. სტუდენტების მიერ მიღებულ ცოდნას დაემატოს პრაქტიკულ გარემოში არსებული გამოცდილება. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს უწყება და რა სტრატეგია, თანამშრომლობის ფორმატები აქვს სააგენტოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კოლეგა უწყებებთან. ჩვენი სურვილია, ონლაინ შეხვედრები გაიმართოს ორმხრივი დიალოგიის, დისკუსიის ფორმატში, სადაც თქვენ გაეცნობით სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე და დასრულებული ქეისების, მიღებული გადაწყვეტილებების ზეგავლენის შედეგად მიღებული შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას", - ირაკლი ლექვინაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023