ბიზნესი
23/11/2020

"კორპორაცია ქინძმარაულის" მაღალი კლასის ღვინოებზე, პანდემიის მიუხედავად, დიდი მოთხოვნაა

პანდემიიის პირობებში ღვინის საერთაშორისო ბაზარზე სს „კორპორაცია ქინძმარაულს“ საშუალო სეგმენტის ღვინის გაყიდვები შედარებით შეუმცირდა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, განსხვავებული ტენდენციაა მაღალი კლასის ღვინოებზე.

ნუგზარ ქსოვრელის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია ქვევრის ღვინო. „დეფიციტურია, რადგან ის დიდი რაოდენობით არ იწარმოება. შესაბამისად, ქვევრის ღვინო გაუყიდავი არ რჩება,“ - აცხადებს ქსოვრელი.

მისი ინფორმაციით, პანდემიიის პირობებში სს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ საექსპორტო გეოგრაფია გააფართოვა, ნუსხას დაემატა ინგლისი და ფინეთი. კომპანიამ ამ ქვეყნებში პროდუქცია უკვე გადატვირთა.

ქსოვრელის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ პარტნიორთან, თუმცა ეს ახალი ქვეყანა არ არის.

ნუგზარ ქსოვრელის განცხადებით, ყვარელში წარმოებული ღვინის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80% საექსპორტოა. მისი ინფორმაციით, ამჟამად  „კორპორაცია ქინძმარაულის“ წარმოებული ღვინოები მსოფლიოს 24 ქვეყანაში იყიდება. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ „კორპორაცია ქინძარაულის“ წარმოებული ღვინოები იყიდება სამი სასაქონლო ნიშნით: „კონჭო და კომპანი“, „კახეთი კომპანი“ და „დურუჯი ველი“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023