ბიზნესი
09/12/2020

“კრიზისი გაზაფხულიდან დაიწყო,მის დაძლევას ჯერ ვერ ვახერხებთ“ – “ჩირიფრუტი“

ჩირისა და შოკოლადის მწარმოებლებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეკვეთები გაუნახევრდათ. „ჩირიფრუტში“ ამის გამომწვევ ძირითად მიზეზად ტურისტული ნაკადების შემცირებას და ფინანსურ კრიზისს ასახელებენ.

„გასული წლის დეკემბერში  დიდი იყო მოთხოვნა კორპორატიულ შეკვეთებზე. კომპანიები თავისი თანამშრომლებისთვის სასაჩუქრე ნაკრებებს ყიდულობდნენ. ეს მაჩვენებელი წელს ძალიან არის შემცირებული. გარდა ამისა,  გაზაფხულზე დაიკეტა Duty Free,  ასევე დახურულია ლოკაციები, სადაც ჩვენ  პროდუქციას ვყიდიდით. მართალია გავაძლიერეთ აქტივობა სოციალურ ქსელში, თუმცა, ელქტრონული კომერციით წინა წლის მაჩვენებლებს ვერ ვუტოლდებით.“ -  აცხადებს „ცირიფრუტის“ დამფუძნებელი სოფიო ჯიქია.

შემცირებული გაყიდვების და პანდემიის ფონზე კომპანიისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა გაზის ტარიფის დაგეგმილი ცვლილებაა. “თბილისი ენერჯის“ გავრცელებული ინფორმაციით, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 24 თეთრით, 1.10 ლარამდე იზრდება. „ჩირიფრუტში“  ვარაუდობენ, რომ ამ მიზეზით მომავალი წლიდან პროდუქციაზე ფასები გაიზრდება.

„ხარჯები ამ ვითარებაში ისედაც მაღალია. შესაბამისად, გაზის ტარიფის ზრდა საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობთ, ეს ცვლილება პროდუქციის ღირებულებაზე აუცილებლად აისახება. რამდენად შეძლებს მომხმარებელი ახალი გაზრდილი ფასის გადახდას ეს უკვე საკითხავია.“ - აცხადებს „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი.

ადგილობრივ ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის ფონზე მზარდია დაინტერესება საექსპორტო ქვეყნებიდან.  „ჩირიფრუტში“ განმარტავენ, რომ  განსაკუთრებული დაინტერესება ქართულ ტკბილეულზე ევროპული ბაზრიდან არსებობს.

„ყოველდღიურად გვირეკავენ, აინტერესებთ რამდენად გვაქვს რესურსი დიდი ოდენობით პროდუქტი მივაწოდოთ. მუდმივ მოლაპარაკებებში ვართ. თუ ყველაფერი გამოვიდა, უახლოეს მომავალში ჩვენი პროდუქცია  ბრიტანეთში გაიყიდება. სატესტო პარტიას ახლა ვაგზავნით. ასევე დაინტერესებულია ჩინეთის მხარე და მეზობელი ქვეყნები.“- განმარტავს სოფიო ჯიქია.

“ჩირიფრუტი“ ამ ეტაპზე დაახლოებით 60 სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 20-ამდე ადამიანს ასაქმებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023