ბიზნესი
12/08/2020

“კულამ“ “რაჭული ჩირუკას“ წარმოება დაიწყო

საკონსერვო კომპანია „კულამ“ ჩირის წარმოება დაიწყო. ამისთვის, გორში 1300კვ.მეტრის ფართობზე ახალი საწარმო აშენდა, სადაც ჩირის სხვადასხვა სახეობის  წარმოება ხდება.პროქტის საინვესტიციო ღირებულება 1,3 მილიონი ლარია.

„ჩვენი ახალი პროდუქტის შეძენა „რაჭული ჩირუკას“ ბრენდით, შესაძლებელია ნიკორას მაღაზიებში და სხვა ქსელური მარკეტებში. გვაქვს ატმის, კომშის, ქლიავის, მსხლის და სხვა სახეობები“,-აცხადებს „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე.

სარეალიზაციო ქსელში პროდუქტი იყიდება ქაღალდის შეფუთვაშიც და  ქილებშიც.120 გრამიანის ფასი  3.0 ლარს შეადგენს, 130 გრამიანის ფასი 3.30 ლარია,185გრ ქილაში კი პროდუქტის ფასი 4.50 ლარს შეადგენს.

კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, შეთავაზებაში იქნება „რაჭული ჩირუკაც“.  „კულა“ ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023