ბიზნესი
14/12/2022

"კულამ" ტყლაპის წარმოების განახლება 2023 წლამდე გადადო

საკონსერვო კომპანიამ „კულა“ ტყლაპის წარმოების განახლება 2023 წლამდე გადადო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, მიზეზი „კულას“ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა, რის გამოც ვეღარ ხერხდება ახალი პროდუქციის წარმოებაზე აქცენტის გაკეთება.

კომპანიამ 2021 წელს 4 სახეობა ტყლაპის წარმოება "რაჭულო ჩირუკას" ბრენდით დაიწყო, მაგრამ კადრების სიმცირის გამო, მალევე შეაჩერა.

ბიზნესმენის ინფორმაციით, გაყიდვების თვალსაზრისით კომპანიას წელს გასულ წელთან შედარებით 35-40%-იანი ზრდა აქვს.

„კულამ“ ჩირის წარმოებისთის გორში 1300 კვ. მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

კომპანია ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023