ბიზნესი
07/08/2020

კურორტ გოდერძიზე ₾150 მლნ-ის საინვესტიციო პროექტები ხორციელდება

კურორტ გოდერძიზე  150 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, საუბარია, ჯამში 19 საინვესტიციო პროექტზე.

იგეგმება მაღალი კლასის სასტუმროების, კოტეჯების, კაფეების, რესტორნების, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრის, საკონფერენციო დარბაზებისა და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შედეგად შეიქმნება 1300 განთავსების ადგილი და გაჩნდება 1000 ახალი სამუშაო ადგილი.

„პროექტები სხვადასხვა პერიოდში იწყება და სრულდება. შესაბამისად, კურორტის განვითარება ეტაპობრივად დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, კურორტი სტუმარს აქტიურად იღებს. ახლახანს გაიხსნა ალპური ბოტანიკური ბაღიც, კურორტთან ახლოსაა მწვანე ტბაც, რაც ასევე მიმზიდველია ტურისტებისთვის. 2020 წლის ზამთრის სეზონის დასაწყისში გავხსენით „გოდერძი ლაუნჯს“,  რომელიც სრულიად თანამედროვე სტანდარტებისააა, ასევე მოხდა გაზიფიცირება. ყველაფერი ეს ხდება საფუძველი იმისა, რომ ყოველწლიურად კურორტმა უფრო და უფრო მეტ ტურისტს უმასპინძლოს“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023