ბიზნესი
10/08/2022

ქუთაისის აეროპორტში "მინისოს" მაღაზია გაიხსნა

ქუთაისის აეროპორტს რეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად, ახალი სავაჭრო ობიექტებიც ემატება.

აეროპორტის გაფრენის ტერმინალში, საერთო სივრცეში მგზავრებს დღეიდან, საერთაშორისო ბრენდის ,,მინისო“ პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. მსოფლიოში "მინისოს" ბრენდის ქვეშ არსებული 5000-ზე მეტი მაღაზიიდან ერთადერთია, რომელიც აეროპორტის ფორმატში გაიხსნა.

"აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული პროდუქცია თუ სერვისი შევთავაზოთ ქუთაისის აეროპორტის მგზავრს. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. ,,მინისო“-ს მაღაზია ქუთაისის აეროპორტში განსხვავებული ფორმატით გაიხსნა, რადგან ამ ობიექტში ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი პროდუქციის სწორედ ის ასორტიმენტია შერჩეული, რომელიც აეროპორტის მგზავრებისთვის არის საინტერესო. პროდუქციის განსხვავებული ასორტიმენტით და ხელმისაწვდომი ფასებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრენდის ლოიალურ მომხმარებლებს სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებით გაახარებს. ჩვენთვის კი სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქუთაისის აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან პირველია, სადაც საერთაშორისო ბრენდი შემოვიყვანეთ," - განაცხადა გახსნისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არასაავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "მინისო“ არის ბრენდინსთვის საქართველოში რიგით მე-20 და მესამე ფილიალი იმერეთის რეგიონში. ამ დღესთან დაკავშირებით მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით, "მინისოს“ ყველა ფილიალში სრულ კოლექციაზე 40 %-იანი კოკეშბექის აქცია ელოდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023