ბიზნესი
27/10/2020

ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მართვით Mariott-ი და Best Western-ია დაინტერესებული

ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიან სასტუმროში მართვაში შესვლით  რამდენიმე საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული. როგორც GDG ჯგუფის დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, მათ შორისაა, Mariott-ი და Best Western-ი.

„ბევრი ინტერესდება, რადგან ლოკაცია მიმზიდველია. ვინც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, იმაზე შევაჩერებ ყურადღებას. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ ბევრი შეიძლება დააფრთხოს Mariott-ის ფასებმა. ამიტომ, მე უპირატესობას Best Western-ს ვანიჭებ, ამ ბრენდს უფრო ბიუჯეტური ფასები აქვს. ვნახოთ რა იქნება, ჯერ გადაწყევტილი არ არის,“ - აცხადებს ბეჟან წაქაძე.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოებისთვის მზადება. როგორც წაქაძე აცხადებს, სასტუმროს გახსნა 2021 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, თუმცა ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. 

120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება. წაქაძე არ გამორიცხავს, რომ  სასტუმროს დაემატოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის აუზი.

ბიზნესმენის ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023