ბიზნესი
28/08/2020

ქუთაისის აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო-პროფილაქტიკური ცენტრი გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო-პროფილაქტიკური ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი კომპანია „ჯიბი მექანიქსმა“ პანდემიის პერიოდში ააშენა და ინვესტირებულია 2 მლნ ლარი, დასაქმდა 30 ადამიანი.

„ჯიბი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ "ჯიბი ჰოლდინგი" ასევე აერთიანებს მგზავრთა გადაყვანის კომპანიას „ჯორჯიან ბასი“, რომელიც 7 წელია ქუთაისის აეროპორტთან თანამშრომლობს. როდესაც მთელი მსოფლიო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ქუთაისის აეროპორტიც განაგრძობს თავის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენც მგზავრებს მოვემსახურებით, „ჯორჯიან ბასის“ ყველა ავტობუსი ამ სერვის ცენტრში გაივლის შემოწმებას. უსაფრთხოება, როგორც იყო აქამდე, მომავალშიც დარჩება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

„ჯიბი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ცენტრი შეძლებს, მოემსახუროს ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას - მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, სპეცტექნიკას, სატვირთო ავტომობილებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023