ბიზნესი
24/12/2020

ქვეყნის ჰოსპიტალურ სექტორში დისბალანსია - რა ვერ შეძლო დავით სერგეენკომ

ქვეყნის ჰოსპიტალურ სექტორში დისბალანსია - დავით სერგეენკოს აზრით, ეს ერთ-ერთია იმ საკითხების ჩამონათვალს შორის,რაც მან წლების განმავლობაში ვერ შეძლო. საქმე ეხება დისბალანსს კერძო და სახელმწიფო კლინიკებს შორის. სერგეენკოს აზრით, ეს არის პრობლემა, რომელიც აუცილებელ რეაგირებას საჭიროებს.

„ესეთი პრეცედენტი არავის აქვს. არ ვარ კერძო სექტორის მოწინააღმდეგე, მაგრამ ასეთი დისბალანსი არსად არ არის. ვგულისხმობ იმას,როდესაც 90% კლინიკებს შორის არის კერძო მომგებიანი და მხოლოდ 10%-ია - სახელმწიფო. გამონაკლისია ჰოლანდია, სადაც კლინიკების 100% არის კერძო.აქედან კი 70% - არამომგებიანია.  ისინი იმართებიან აკადემიური წრეების, უნივერსიტეტების მიერ. აი, ამ დისბალანსის შეცვლა ვერ შევძელი,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ექსმინისტრმა დავით სერგეენკომ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".

ვიცე-სპიკერის განმარტებით, აუცილებელია კერძო და სახელმწიფო კლინიკებს შორის არსებობდეს ბალანსი, ეს ბალანსი კი პანდემიის ან საომარი ვითარებების დროს სწრაფი რეაგირებისთვის არის საჭირო.

„ჩემი ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ კერძო ინდუსტრია ცუდია. არ,ა ძალიან კარგია, მაგრამ უნდა იყოს სწორი ბალანსი. სახელმწიფოები ცდილობენ რომ მინიმუმ მესამედი შეინარჩუნონ მართვაში. ეს სწორედ ასეთი ვითარების გამო ხდება. პანდემია და ომი არის პერიოდი, როცა დროული რეაგირებაა საჭირო. კერძო სექტორს კი სჭირდება ხანგრძლივი მოლაპარაკებები ფუნქციონირებისთვის. ასეთ შემმთხვევებში კი დროის რესეურსი შეზღუდულია,“ - ამბობს დავით სერგეენკო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023