ბიზნესი
03/03/2021

"ქვევრის ლუდის" პანდემიური გამოწვევები და განვითარების გეგმები

ქვევრის ლუდის საწარმოს პანდემიამ გეგმები შეუცვალა.

”პანდემიურმა წელმა გეგმები 360 გრადუსით შეგვიცვალა, მთლიანად ტურიზმზე ვფიქრობდით აწყობას, ლუდის სადეგუსტაციო კუთხე მოვაწყვეთ, მესხური ოდა ავაშენეთ, მესხური ფურნე გავაკეთეთ და უნარჩენო წარმოებით ალაოს პურის ცხობა დავიწყეთ, ლუდის აბაზანებისთვის სპის მიმართულებაც შემოვიტანეთ, თუმცა გეგმები გეგმებად დარჩა,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ ქვევრის ლუდის მწარმოებელი ზაზა ზედგინიძე.

ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ჩაკეტილმა საზღვრებმა დამფუძნებელი აიძულა გაყიდვების ახალი გზები ეძებნა, საცალო ვაჭრობა და ბაზრის დივერსიფიცირება ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, რომ წარმოება გადაარჩინა.

ქვევრის ლუდი 0.5 ლ მოცულობის ბოთლებში ჩამოისხა და „გუდვილისა“ და „აგროჰაბის“ ქსელში, ასევე „გალფ-სთორებში“განთავსდა.

„არასდროს მიფიქრია საცალო ვაჭრობაზე, რადგან ამ მიმართულებით ბაზარზე საკმაოდ არასამართლიანი პირობებია და მცირე ლუდსახარშები იჩაგრებიან. მინდა, მათი რაოდენობა გაიზარდოს, ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, შემდეგ, იქნებ, ასოციაციაც შევქმნათ, ერთმანეთს კი არ გავეჯიბროთ - გვერდით დავუდგეთ, სარეალიზაციო ობიექტი გავხსნათ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ მცირე წარმოებებიც მყარად იდგნენ ფეხზე,“ - აცხადებს ზაზა ზედგენიძე.

ორ ძირითად გემოს პანდემიურ წელში ჩატარებული ექსპერიმენტებით კიდევ ექვსი დაემატა, მათ შორის ერთ-ერთი ადგილობრივი, ქართული ნედლეულით შექმნილი.

„ქართულ ალაოს და სვიასაც კარგი პერსპექტივა აქვს, ცოდნა გვაკლია და განათლება, თორემ მიკროკლიმატი არაჩვეულებრივია და სტანდარტებს თუ დავიცვათ, ქართული პროდუქტი იპორტირებულზე ნაკლები არც ერთ შემთხვევაში არ იქნება. ჩვენ ძალიან მცირე ფართობზე მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის მოვიყვანეთ ეს კულტურები და ძალიან კმაყოფილები ვართ. რესურსი და პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია“.

ქვევრის ლუდის საწარმო ტურისტული სეზონის გახსნას და გააქტიურებას ელოდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023