ბიზნესი
02/02/2021

"ლაკოაჟმა" პრემიუმ კლასის სამკერვალო საწარმო გახსნა

2 წლიანი მუშაობის შემდეგ ლაკოაჟის გუნდმა ახალი, პრემიუმ კლასის სამკერვალო საწარმო გახსნა. კომპანიამ სამკერვალოში თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა რაც დიდი კორპორაციული შეკვეთების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

"პირველივე დღიდან უამრავ პრობლემას ვაწყდებოდით სამკერვალო ინდუსტრიაში, ძირითადად მაინც ხარისხის პრობლემა იყო, რამაც გვიბიძგა იმისკენ რომ საკუთარი საწარმო გაგვეხსნა და თავადვე გვეზრუნა ხარისხზეც და უფრო მეტად ჩაგვეხედა შიდა სამზარეულოში. ამ ეტაპისთვის დასაქმებული გვყავს 7 ადამიანი და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ვაპირებთ კადრების გაზრდას. დამკვეთს კერვის მომსახურების გარდა ვთავაზობთ პოლიგრაფიულ და ქარგვით მომსახურებას, რისი საშუალებითაც სრულიად ბრენდირებულ პროდუქტს ვქმნით,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" "ლაკოაჟის" დამფუძნებელი ნიკოლოზ მიქავა.

ამ ეტაპისათვის LJ FACTORY ქართულ ბრენდებს მოემსახურება. რამდენიმე მათგანთან აქტიური მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

“ჩვენი მთავარი მიზანი უცხოური ბრენდების შემოყვანაა ქართულ ბაზარზე. სამკერვალო გავხსენით თბილისში. რეგულაციებიდან გამომდინარე ჩვენი თანამშრომლები ვერ ახერხებენ ტრანსპორტით სარგებლობას, ამიტომ გაზრდილი ხარჯებით გვიწევს არსებობა, რაც იმედი გვაქვს მალე შეიცვლება.
ორ საგრანტო კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“ და "ლტოლვილთა დანიის საბჭოს" მიერ გამოცხადებულში, ორივე კონკურსში მეორე ეტაპზე გადავედით და დიდი იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში შევძლებთ გამარჯვებას და საწარმოს გაფართოებას, რათა გავზარდოთ წარმოება და თავისთავად გაყიდვები,” - აცხადებს ნიკოლოზ მიქავა.

"ლაკოაჟმა" ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკაზე შექმნილი ტანსაცმლის წარმოება თითქმის 2 წელია დაიწყო. კომპანია ფეხის მოკიდებას ადგილობრივ ბაზარზეც ცდილობს და ონლაინ გაყიდვების შემდეგ, პირველი მაღაზიაც გახსნა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის ბაზარზე გასასვლელადაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023