ბიზნესი
15/03/2023

Lampino წლის ბოლომდე მაღაზიასა და საგამოფენო სივრცეს გახსნის

ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino წლის ბოლომდე მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთი ნოზაძემ ისაუბრა.

მაღაზია ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე ძველი თბილისის ტერიტორიაზე იქნება და მომხმარებლების მოთხოვნის გამო საგამოფენო სივრცის ფუნქციასაც შეითავსებს.

როგორც lampino-ს დამფუძნებელი აცხადებს, სანათების ფასი სირთულესა და ზომაზეა დამოკიდებული, თუმცა, Lampino-ს მიერ დამზადებული აქსასუარების საშუალო ფასი 150 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტურისტები უპირატესობას მინიატურული ზომის ნამუშევრებს ანიჭებენ, რომლის ფასი 45 ლარიდან იწყება.  ნოზაძე ცდილობს ყველა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ამიტომ ბაზარს ხელნაკეთი სანათების, აივნებისა თუ კარებების მინიატურულ ვერსიებსაც სთავაზობს. 

„ვისაც სურვილი აქვს, რომ მსგავსი ნამუშევარი შეიძინოს არის სხვადასხვა საფასო კატეგორიები და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, თორემ ის შრომა და რესურსი, რასაც ამის კეთება მოითხოვს შეუფასებელია.“ - აცხადებს ქეთი ნოზაძე.

Lampino ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გაყიდვებითაა წარმოდგენილი, თუმცა მაღაზიის გახსნას  სხვადასხვა საგრანტო პროგრამების დახმარებით  გეგმავს. სხვა შემთხვევაში კი საინვესტიციო გეგმების განხორციელებას საკუთარი სახსრებით აპირებს. 

ცნობისთვის, Lampino ბაზარზე 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023