ბიზნესი
29/03/2023

ლანდშაფტურ დიზაინზე მოთხოვნა და ფასი იზრდება

ლანდშაფტის დიზაინსა და ეზოს გამწვანების სერვისზე მომსახურე კომპანიების ნაწილი ფასების ზრდაზე საუბრობს, რაც, მათი თქმით, მასალის გაძვირებას უკავშირდება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გამწვანებისა და ლანდშაფტური დიზაინის სპეციალისტთა ჯგუფის „მწვანე მოლის“ ხელმძღვანელმა კახა მანძუკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში ეზოს ლანდშაფტურ დიზაინის, გამწვანებისა და მოწყობის სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან, ადამიანები, ვისაც შესაბამისი მატერიალური რესურსი აქვს, ცდილობენ გაერიდონ ხმაურიან ქუჩებს და საცხოვრებლად დედაქალაქის სიახლოვეს, შემოგარენში გადავიდნენ.

მანძუკაშვილის თქმით, მის ჯგუფს ამ სფეროში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ბაზარზე კი ბოლო პერიოდში მომრავლდა ამ პროფილის კომპანიები, სადაც საეჭვო ხარისხის გამოცდილების და კვალიფიკაციის კადრები არიან დასაქმებულები.

რაც შეეხება ფასებს, მაგალითად ლანდშაფტური დიზაინის ღირებულება „3D“ ფორმატში კვადრატულ მეტრზე 3-დან 5 დოლარამდე თანხას შეადგენს, PDF-ის ფორმით კი საშუალოდ ღირებულება 800 ლარიდან იწყება.

„მწვანე მოლი“ მომხმარებელს  მწვანე საფარის დაგების მომსახურებას, მისი დაგებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს სთავაზობს. ბალახისა და ბუნებრივი გაზონის დაგებას, ასევე სარწყავი სისტემების მოწყობას როგორც კომპიუტერულს ასევე მექანიკურს. მომხმარებელს ასევე შეუძლია კონსულტაციის სერვისის შეძენა სამუშაოების დასრულების შემდგომაც.

კომპანია დედაქალაქის გარეუბნებსა და მის სიახლოვეს არსებულ ტერიტორიებზე მუშაობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023