ბიზნესი
01/05/2023

ლარის გამყარების ფონზე, ექსპორტიორების ნაწილმა პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეაჩერა

ლარის გამყარების ფონზე ექსპორტიორების შემოსავლები მცირდება. როგორც ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, კომპანიების ნაწილმა საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გატანა უკვე შეაჩერა.

"ექსპორტის მაჩვენებლებზე უკვე  ასახულია ლარის გამყარება. ეროვნული ვალუტის არსებული ნიშნული  ექსპორტისთვის ნეგატიურია, რადგან ექსპორტი ძვირდება. სამომავლოდ, ეს ადგილობრივ წარმოებასაც დაარტყამს და შედეგად,  გრძელვადიან პერსპექტივაში იაფი იმპორტი ჩაანაცვლებს ადგილობრივ წარმოებას. ზოგმა კომპანიამ უკვე შეაჩერა ან შეამცირა წარმოება.

თუ კურსი გააგრძელებს გამყარებას ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ექსპორტის შემცირებასა  და იმპორტის ზრდაზე.“-განმარტა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

მისივე თქმით, ლარის გამყარების ფონზე ექსპორტიორების შემოსავლები  შემცირებულია, შესაბამისად მათ  ნაკლები სტიმული აქვთ რომ წარმოების მასშტაბები გაზარდონ.

„თუ ექსპორტიორს  საერთაშორისო ბაზრებზე ფასი არ აძლებს მოგებაზე გასვლის საშუალებას, ბუნებრივია რომ ექსპორტის მაჩვენებლები მცირდება. ამ ეტაპზე  ჩვენი პროდუქცია არის ძვირი და არ ვართ კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზრებზე.“- განმარტა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 21, ხოლო ევროსთან 14 თეთრით არის გამყარებული.

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში ექსპორტი გაზრდილია და 1 მლრდ  400 მლნ  დოლარს აჭარბებს, თუმცა ცალკეულ მაჩვენებლებში არაერთი მნიშვნელოვანი საექპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე რეალიზაიაა შემცირებული. მათ შორის, განახევრებულია ფეროშენადნობების ექსპორტი, 20-დან 30%-მდეა შემცირებული მინერალური და მტკნარი წყების, სპილენძის მადნების და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023