ბიზნესი
24/11/2020

ლარის გაუფასურება იმპორტიორებსაც აზარალებს

საერთაშორისო  ბაზრებზე, რიგ პროდუქტზე ფასების ზრდის გამო, პროდუქცია ძვირდება საქართველოშიც. ამას ემატება ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც, რაც ასევე აისახება ფასზე..

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი "ბიზნესპარტნიორთან“  ამბობს, რომ რამდენიმე იმპორტიორ კომპანიას ბაზრის დატოვება მოუხდა.

"ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ იმპორტორი კომპანიები მნიშვნელოვნად დააზარალა. ისინი იძულებული არიან, რომ უცხოურ ვალუტაში შეძენილ პროდუქციაზე ფასი მოამატონ. გაზრდილი ფასების ფონზე კი პროდუქციის რეალიზაცია მცირდება. კომპანიების ნაწილმა პროდუქციის ასორტიმენტი შეამცირა.  ზოგი კომპანია კი იძულებული გახდა ბაზარი  დაეტოვებინა. იმ შემთხვევაში, თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ეს დააზარალებს როგორც  მოსახლეობას, ვინაიდან  სასურსათო პროდუქტებზე ფასები  გაიზრდება,  ამასთან  დააზარალებს  ბიზნესს. კიდევ მეტ კომპანიას მოუწევს ბაზრის  დატოვება. ეს კი საფრთხის შემცველია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბაზარი მონოპოლიური გახდება,“  - ამბობს ივა ჭყონია.

ცნობისთვის, 2020 წლის 10 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში იმპორტიდან მიღებული შემოსავლები  1.3 მლრდ  დოლარით შემცირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023