ბიზნესი
25/03/2020

ლარის გაუფასურების მიუხედავად ზედაზენი პროდუქციას არ აძვირებს

ლარის გაუფასურების გამო “ზედაზენი” ზარალზეა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა, გარდა იმისა, რომ პროდუქციის რეალიზაციამ საგრძნობლად იკლო, სავალუტო ვარდნამ კომპანიის მოგების მარჟა ნულამდე დაიყვანა.

მისივე თქმით, არსებული კურსის პირობებში, თითოეული პროდუქტი ზარალით იყიდება. მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო კი, კომპანია ფასებს ვერ ზრდის.

“მოგების მარჟა ფაქტობრივად დღეს არავის არ აქვს. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ფასების გადახედვა მიგვიწევს, თუმცა, ეს გამოსავალი არ არის, რადგან კრიზისმა ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებიც შეამცირა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო”- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

მისივე თქმით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ ზოგიერთ ნედლეულზე, მაგალითად შაქარზე ფასები გაიზარდა, ხოლო ლუდისთვის საჭირო ნედლეულის შესყიდვა კომპანიას მკვეთრად გაძვირებული დოლარის პირობებში უწევს. ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში კომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს. ამას ემატება ისიც, რომ დამსაქმებელი თანამშრომლების გათავისუფლებისგან თავს იკავებს. “ვაცნობიერებთ, რომ არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, თითოეული სახლში გაშვებული ადამიანი საშიმშილოდ განწირულია, თუმცა ამავდროულად, სერიოზული ფინანსური სიძნელეების წინაშე ვდგავართ” – განმარტავს ჩოჩელი.

ამასთან, “ზედაზენი” კვლავ განაგრძობს პროდუქციის ექსპორტს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, წლის დასაწყისში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა იყო დაგეგმილი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ყველა საექსპორტო ბაზარზე ვითარება გართულდა, კომპანია ექსპორტის დაგეგმილ მოცულობებს ამცირებს. “საკმაოდ ოპტიმისტურად დავიწყეთ წელი. ვგეგმავდით ექსპორტის მოცულობების მნიშვნელოვან ზრდას ლიმონათის, ლუდის, წვენების მიმართულებით. ასევე საინტერესო ბაზარი მოვიძიეთ მტკნარი წყლის საექსპორტოდ. შესაძლებლობები ძალიან კარგი იყო, უბრალოდ, ძალიან ცუდი პერიოდი დაგვემთხვა. ვფიქრობ, ჩვენ ყველას ერთად საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოგვიწევს” – აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023