ბიზნესი
18/09/2020

ლარის კურსის მერყეობაზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული – “ჩემი რანჩო“

“ჩემი რანჩო" ადგილობრივი წარმოებაა, არსებული საოპერაციო და ყველა სხვა ძირითადი ხარჯი/შემოსავალი ლარშია. კომპანიას სესხებიც ლარში აქვს და ლარის კურსის ცვალებადობა ამ ეტაპზე კომპანიას მძიმე ტვირთად არ აწვება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო იოსელიანი „ბიზნესპარტნიორთან“  განმარტავს, ერთადერთი არის ცხოველებისთვის კომბინირებული საკვები, რომელიც იმპორტირებულია, თუმცა საკვების წარმოებაც კომპანიის საკუთრებაში არსებულ ფერმაში გაკეთდა და აგვისიტოს დასაწყისში ექსპლუატაციაში გაეშვა. შესაბამისად, „ჩემი რანჩო“  ლარის კურსის მერყეობაზე ნაკლებადაა დამოკიდებული.

კითხვაზე, დგას თუ არა ფასების გადახედვის  საჭიროება, იოსელიანი აღნიშნავს, რომ ამის საჭიროება მხოლოდ ინფლაციის პირობებში დადგება. კერძოდ, თუ მნიშვნელოვნად გაიზარდა შესაფუთი მასლების ფასი, მკვთრად გაძვირდა ცხოვრება და ა.შ.

„ჩვენს შემთხვევაში ეს უფრო დამოკიდებულია ინფლაციის დონესთან, რომელიც დღეს დაგეგმილი ნიშნულის ფარგლებშია,“ - აცხადებს იოსელიანი.

შეგახსენებთ, ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში 2017 წლის ბოლოს გადაინაცვლა. გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში  არსებული  კომპლექსი მოიცავს როგორც  ფერმას, გადამამუშავებელ საწარმოს, ისე ლაბორატორიებს და სასაკლაოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023