ბიზნესი
23/12/2022

ლაშა პაპაშვილი: მთავრობის გადაწყვეტილება "ესტონური მოდელი" არ გავრცელდეს ბანკებზე, შეცდომაა

ბიზნსმენი ლაშა პაპაშვილი არ იზიარებს მთავრობის გადაწყვეტილებას და თვლის, რომ "ესტონური მოდელი" ბანკებზე არ გავრცელდება, შეცდომაა.  მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებზე აისახება.

„ეს საბანკო სექტორს არ მოემატა, ხალხს მოემატა. ამ 20%-ს მხოლოდ ბანკი კი არა, მთელი საქართველო გადაიხდის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამის დაწესება ნაადრევი იყო,“-აცხადებს პაპაშვილი.

შეგახსენებთ, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.

მაშინ ითქვა, რომ მოგების გადასახადის აღნიშნული მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. რამდენიმე კვირის წინ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები ე.წ. ესტონურ მოდელზე 2023 წელსაც არ გადავიდოდნენ.

მისი თქმით, ეს გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ისედაც მაღალი მოგება აქვთ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023