ბიზნესი
18/09/2020

ლექვინაძის უწყება ტურისტულ სექტორში კონკურენციის შესაძლო შეზღუდვაზე მოკვლევას იწყებს

კონკურენციის სააგენტო მომდევნო კვირაში ტურისტულ სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყებას გეგმავს. ამასთან, საზოგადოებისთვის სადაზღვეო სექტორში 2 კომპანიას შორის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტის მოკვლევის შედეგებიც გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე სააგენტოში 3 ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს (საავტომობილო საწვავის ბაზარი; საპორტო გადაზიდვები; ფარმაციის ბაზარი).

ამ დროისთვის ხორციელდება 4 მოკვლევაც, მათ შორის 3 - არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო ფაქტზე და 1 - შეთანხმებულ ქმედებაზე კონკურენტულ სატენდერო პროცესში.

2020 წლის განმავლობაში სააგენტომ დაასრულა 5 ბაზრის მონიტორინგი. დასრულებულია ასევე 2 მოკვლევაც, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს კი დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. გაიცა ერთი თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023