ბიზნესი
03/03/2021

Lemons.ge ქალ მეწარმეებს 3 მლნ ლარით დააფინანსებს

საკონსულტაციო კომპანია Lemons.ge ქალი მეწარმეებისთვის უპრეცედენტო პროექტს იწყებს. კომპანიებს, რომელსაც ჰყავთ ქალი დამფუძნებლები ან მათი თანამშრომლების უმეტესობას წარმოადგენენ ქალბატონები, Lemons.ge ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტის 60% მდე თანადაფინანსებას სთავაზობს.

„პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე საინტერესო, აქტიურ, განსხვავებული ხედვის, გამორჩეულ 10 ბიზნესს დავაფინანსებთ. რისკების გარანტად ბიზნესს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულებისთვის საჭირო ბიუჯეტის თანადაფინანსება აქვს.

ყოველთვის გვქონდა ამბიცია, რომ მარკეტინგის სფეროში ვართ ნოვატორები, ახალი ეპოქის გამოწვევებსაც ნოვატორული პროდუქტით ვპასუხობთ. პანდემიამ დაგვანახა, რომ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ახლებური ხედვა. დღეს ყველა მარკეტერის საზრუნავია, გააკეთოს განსხვავებული, ემოციაზე ორიენტირებული, რაღაც უფრო დიდი და კომპლექსური, ვიდრე ცალკე აღებული სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებებია,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Lemons–ის გუნდმა თანადაფინანსების პროექტის დანერგვით არსებული სტერეოტიპი ინვესტირების ახალი ხედვით ჩაანაცვლა. კომპანიის 10 წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება მარკეტინგში, მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გახადონ თავიანთი ბიზნესი უფრო მასშტაბური.

„თანადაფინანსების“ პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა კომპანია ფუნქციონირებდეს უწყვეტად ბოლო ორი წლის განმავლობაში, გააგზავნოს განაცხადი ელექტრონულ მისამართზე investment@lemons.ge.  

Lemons–ი 2011 წლიდან ქართულ და ევროპულ ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებს, როგორც ბიზნეს მხარდამჭერი ინტერნეტ მარკეტინგში. 2018 წლიდან წარმატებულად ახორციელებს მსგავსი ტიპის საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023