ბიზნესი
05/05/2022

ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ "ბორჯომის" პრობლემების მოგვარებაზე

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა კომპანია "ბორჯომის" პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს, რადგან მას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წარმოება აქვს. კომპანიამ კი, თავის მხრივ თანამშრომლების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. 

მისი თქმით, "ბორჯომთან" დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე. 

"გვაქვს კომუნიკაცია მარეგულირებლებთან, რომლებმაც სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. ვსწავლობთ იურიდიულ პროცესს, ვმონაწილებთ სხვადასხვა მხარესთან, რათა ისეთი გარკვეული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რომელიც შემდგომში კომპანიას ფუნქციონირებაში დაეხმარება. სამწუხაროდ, მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოთხოვნაა, რომ ამ ეტაპზე გარკვეული დეტალები არ გამჟღავნდეს. თუმცა, პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენ პრობლემების მოსაგვარებლად ვმუშაობთ. კომპანიამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს თანამშრომლების შესანარჩუნებლად. ვფიქრობთ, ჩვენს ამ სურვილს "ბორჯომი" გაითვალისწინებს. ჩვენ მართლა მოწადინებულები ვართ, ხელი შევუწყოთ "ბორჯომს", რომ მომავალში სრულფასოვანი ოპერირება გააგრძელოს", - აღნიშნა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ  IDS ბორჯომში დასაქმებულებმა ადმინისტრაციისგან შეთაზებულ ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პროტესტი გამართეს. ბორჯომთან დაკავშირებუკლ საკითხს მთავრობაც გამოეხმაურა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა მუშაობს და საზოგადოებას მალე სასიამოვნო ინფორმაციას შეატყობინებს.

IDS ბორჯომის მფლობელი კომპანია რუს ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც სანქცირებულთა სიაშია, ამის გამო „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაჩერებულია. კომპანიამ აპრილის თვის ხელფასი გასცა, თუმცა მაისიდან თანამშრომლებს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023