ბიზნესი
25/12/2020

ლევან კალანდაძე: წყალმომარაგება ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი კომუნალური სერვისია

წყალმომარაგება საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი კომუნალური სერვისია, - ამბობს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

ლევან კალანდაძის თქმით, სასმელი წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და მას თავისი ღირებულება აქვს, რაც მოიცავს წყლის მოპოვებას, გაფილტვრას, დამუშავებას, მოსახლეობაზე განაწილებასა და ხარისხის კონტროლს.

„ქვეყანაში არსებული წყლის რესურსი საბოლოო პროდუქტის სახით მომხმარებლამდე რომ მივიდეს, საჭიროა რთული პროცესების მართვა და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. კომპანიების მხრიდან, ყოველწლიურად, განხორციელებული ინვესტიციების გარეშე ჩვენ არ გვექნება სტაბილური წყალმომარაგება და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი. იმისთვის, რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი, აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, ადამიანური რესურსი და კომპანიის მხრიდან მუდმივი ინვესტიცია”, - აცხადებს კალანდაძე.

 

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023