ბიზნესი
27/04/2021

ლევან ყარალაშვილი: კომენდანტის 23:00 საათამდე გადაწევით სავაჭრო ცენტრების ბრუნვა 10-15%-ით გაიზრდება

„სავაჭრო ცენტრების ასოციაციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევით სავაჭრო ცენტრების ბრუნვა 10-15%-ით გაიზრდება.

როგორც ლევან ყარალაშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განმარტა, ამ მოცულობის ზრდის მიღწევა ბიზნესისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.

„ჩვენ გვაქვს ყოველსაათობრივი სტატისტიკა და კომენდანტის საათის გადაწევით სავაჭრო ცენტრების ბრუნვა 10-15%-ით გაიზრდება. ეს ჩვენთვის ძალიან კრიტიკული რიცხვია.

მარტო „თბილისი ცენტრალში“ განთავსებული ობიექტების ბრუნვა ამ ეტაპზე არის 250 მლნ ლარი. პლუს 10% რომ ავიღოთ, მინიმუმ 25 მილიონი მოგვემატება. მომხმარებელთა მხრიდან საღამოს საათებში არის მაქსიმალური მოთხოვნა. კომენდანტის საათის გადაწევით კი მათ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მეტი დრო ექნებათ. ადრე საშუალოდ, ჩვენი ცენტრების დღიური ვიზიტორების რაოდენობა იყო 30 000. ამ ეტაპზე არის 10 000.

საახალწლოდ დღიური ვაჭრობა იყო დაახლოებით 1.5-2 მლნ, ეს მაჩვენებელი ამ ეტაპზე ჩამოსული იყო 300 ათასამდე. ასე რომ, ყველა საათს აქვს მნიშნელობა. ეს ორი საათი რესტორნების შემთხვევაში კიდევ უფრო კრიტიკულია. მაისი იყო დასაწყისი, რომ ტურისტები შემოსულიყვნენ ქვეყანაში. სახლში გამოკეტო ტურისტი და გარეთ ვერ გამოვიდეს ცხრა საათიდან, რა აზრი აქვს მის ჩამოსვლას?!-აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023