ბიზნესი
29/04/2021

ლევან ყარალაშვილი: უნიკალური პოზიციონირება გვაქვს და ინვესტორებთან ეს უნდა წარმოვაჩინოთ

სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაცნობას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

როგორც ლევან ყარალაშვილმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტა, ქვეყნის შესახებ ტოტალურად ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება.

„სამი კვირის წინ მომიწია ყოფნა ემირატებში, სადაც გვყავს ბიზნესპარტნიორები. პროექტებზე საუბრისას პარტნიორმა ინგლისურენოვანი საიტები გაგვიხსნა, სადაც საქართველოს შესახებ მხოლოდ ტოტალური ნეგატივია: პანდემია, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, კურსის გაუფასურება. გაუკვირდა ადამიანს, ამ ფონზე რა ინვესტიციის განხორციელებაზე მელაპარაკებითო.

დღეს სისტემურად არავინ მუშაობს, რომ საქართველოს პოზიციონირება მოხდეს როგორც ჯერ კიდევ ნორმალური და საინტერესო ქვეყნის. ორი ეკონომიკური კრიზისი გამოვიარეთ. ნებისმიერ კრიზისს მოაქვს შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური პოზიციონირება. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ამ თემაზე მსხვილ ქვეყნებთან თუ არ იმუშავა სახელმწიფომ, ამას ვერც მცირე-საშუალო ბიზნესი მოერევა და ვერც სხვა. ამ მიმართულების დეფიციტია ნამდვილად. როგორც ინფორმაციის მიწოდების, ინვესტორებთან ლაპარაკის, ისე ოპტიმიზმის შექმნის, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაძლევს ამ კრიზისს. ტურისტები თუ ინვესტორები უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოში ჩამოსვლა არის უსაფრთხო, აქ ჩამოსული ადამიანი არ აიკიდებს კოვიდს. მას მოემსახურება ვაქცინირებული "სტაფი" და რისკების წინაშე არ დადგება," - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023