ბიზნესი
21/10/2020

ლევან ვეფხვაძე: COVID-ის პირობებში BAG-მა შუამავლის ფუნქცია შეასრულა ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის

200 000 ბიზნეს სუბიექტთან მთავრობის ცალკეული საუბარი ძალიან გაჭირდება და ფაქტობრივად, ვერც შედგება, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ გადაცემაში "ბიზნესპატნიორის ოთხეული". 

მისივე განმარტებით, მთავრობის მიერ ყველაფრის რეგულირება, ფიზიკურად შეუძლებელია, მით უფრო პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რთული ვითარების ფონზე. სწორედ ამიტომ, ვეფხვაძე მთავრობასა და ბიზნეს შორის შუამავლის ფუნქციის შემსრულებლად ბიზნეს ასოციაციას ხედავს.

"როდესაც მთავრობა მუშაობს პირობითად, ერთ  რომელიმე დოკუმენტზე ასეთ დროს საკმაოდ რთულია ყველა ასპექტის გათვალისწინება, ყველა ინდუსტრიის და ყველა სეგმენტის დანახვა - ეს ბუნებრივიც არის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, რომლიც კრებითად წარმოადგენს სხვადასხვა ინდუსტრიას, ერთგვარი შუამავლის ფუნქცია შეასრულა ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის და ვიტყოდი, რომ საკმაოდ წარმატებულად შეასრულა ეს ფუნქცია და ამ დრომდე განაგრძობს. 

პადემიის პერიოდში, ეს არის ჩვენი დამატებითი ფუნქცია, რომ ბიზნესის დროული და სწრაფი ინფორმირება შევძლოთ ფორსმაჟორულ რეჟიმში. ამასთან, ხელისუფლებასთან დროულად მივიტანოთ ის პრობლემური საკითხები, რაც ბიზნეს აწუხებს,’’ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023