ბიზნესი
24/07/2020

"ლილო მოლმა“ გაფართოების გეგმა 2021 წლამდე გადადო

„ლილო მოლმა“ გაფართოების გეგმა 2021 წლამდე გადადო, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიაში ამ ეტაპზე ლაპარაკი არ არის, რადგან მიმდინარეობს იმ დანაკარგების დაკომპენსირება, რაც კომპანიამ პანდემიის შედეგად მიიღო.

„როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, რომ აქცენტი ამაზე გადავიტანოთ, შემდეგ ვიფიქრებთ გაფართოებას. დამერწმუნეთ, ეს წელს არ იქნება, რადგან 2020 ზოგადად ბიზნესისთვის ძალიან რთული წელია“, - აცხადებს კვარაცხელია.   

როგორც ცნობილია, „ლილო მოლი“  2020 წლისთვის დამატებით 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისებას გეგმავდა. პროექტი ითვალისწინებდა ძირითადად საპარკინგე ადგილების შექმნას. ტერიტორიის ნაწილი უკვე არის „ლილო მოლის“ საკუთრებაში, ნაწილის შეძენას კი კომპანია გეგმავდა. კვარაცხელია აცხადებს, რომ პროექტში კომპანიას რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია დასჭირდება.

"ლილო მოლი” 37 ჰექტარზე გაშენებული სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია, როგორც საცალო, ისე - საბითუმო ვაჭრობის სფეროში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023