ბიზნესი
05/02/2021

Lingwing-ი აფხაზური ენის კურსს შექმნის

Lingwing ერთადერთი ქართული პლატფორმაა, რომლის დახმარებით ონლაინ 6 ენის შესწავლაა შესაძლებელი. ინგლისური, რუსული, გერმანული, იტალიური, ფრანგული და ესპანური ენის კურსებს სულ მალე აფხაზური ენაც დაემატება. 

„ყოველთვის ვცდილობთ კომპანიამ გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა. აფაზური ენის კურისის შექმნაც ამას უკავშირდება, ვფიქრობთ, დადებითი გამოხმაურება და მაღალი ინტერესი მოყვება ამ პროექტს. რთულია აფხაზური ენის სპეციალისტების პოვნა, თუმცა ეს საკითხი უკვე მოვაგვარეთ და გვყავს ადამიანები, რომლებიც სრულფასოვანი კურსის შექმნაში დაგვეხმარებიან.

გავაკეთეთ კურსის პროტოტიპი, დაფინასების მოსაზიდად მივმართეთ მთავრობას, სხვადასხვა ორგანიზაციას, თუმცა საჭირო თანხა ვერ მოვაგროვეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენით გავუშვათ საიტზე Fundraising-ი და მომხმარებლების კონტრიბუციების საშუალებით დაფინანსდეს აფხაზური კურსის შექმნა. ჯერ ზუსტი მონახაზი არ გვაქვს ეს როგორ მოხდება, თუმცა დაახლოებით 1 კვირაში გავაცნობთ საზოგადოებას,“– აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი ვატო ველიაშვილი.

Lingwing სოციალური ფასუხისმგებლობის ფარგლებში, 500 აბიტურიენტს უფასოდ ასწავლის. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საერთო ჯამში პროექტმა გაამართლა. ზოგიერთი მოსწავლე ვერ აყვა ამ კურსს, თუმცა უმრავლესობა მაინც ინტენსიურად მეცადინეობს, და მოლოდინებიც პოზიტიურია.

„სხვა ახალი ენის დამატებას არ გვეგმავთ, გვინდა ვკონცეტრირდეთ არსებულ კურსებზე, დავხვეწოთ და განვავითაროთ. ძირითადი მოთხოვნა რომელ ენებზეც არის ვაკმაყოფილებთ,“– თქვა ველიაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023