ბიზნესი
24/10/2022

"ლოლი პოპს კარამელსის" მაღაზია მუშაობას ნოემბერში განაახლებს

ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი სტარტაპი „ლოლი პოპს კარამელსი“  ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლიდა სარქისიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია 12 დასახელების  კანფეტს, მათ შორის, ლოლიპოპსებს, ქეიქპოპსებს და შოკოლადებს აწარმოებს.  დაახლოებით 1 თვეში კი ხელნაკეთ ტკბილეულს კიდევ რამდენიმე სახეობის  კანფეტი (ჟელიბონი) დაემატება.

„საბურთალოზე მქონდა სივრცე, სადაც ხდებოდა როგორც წარმოება, ისე ტკბილეულის გაყიდვა. ახლა მაღაზია დახურულია, წარმოება კი დროებით სახლიდან ხდება.  მოვიძიეთ ახალი ლოკაცია, შედარებით უფრო დიდი მასშტაბის, შესაბამისად,  ახალი მაღაზია ვარკეთილში ნოემბერში გაიხსნება. ადგილზევე მოხდება წარმოებაც,“-აცხადებს სარქისიანი.

სტარტაპი „ლოლო პოპს კარამელსი“ 2020 წელს დაფუძნდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023