ბიზნესი
15/03/2023

Lonely Planet: კახეთი - მსოფლიოს 10 აღმოუჩენელი ღვინის რეგიონი

გავლენიანი გამოცემა Lonely Planet მკითხველს საქართველოში მოგზაურობას და ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

სტატიის ავტორის თქმით საფრანგეთის, ავსტრალიის, კალიფორნიის ღვინის რეგიონები მთელ მსოფლიოში პოპულარულია, მაგრამ  ნაკლებად ცნობილია ისეთი ადგილები, სადაც  საუკუნოვანი ვენახები და უგემრიელესი ღვინო მზადდება. ეს რეგიონები ღვინის მოყვარულთა რადარებზე უნდა აღმოჩნდეს წერს Lonely Planet და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

„ქართული ღვინო ყველაზე განსხვავებულია. საქართველოში ღვინის თიხის ჭურჭელში დამზადების 8 ათასწლოვანი ისტორია აქვთ, რომელიც უძველესია.

ანტიკურ პერიოდში როდესაც ბერძნები პირველად ჭყლეტდნენ ყურძნის მტევნებს, ქართველებს უკვე ღვინის მომზადების ათასწლოვანი ტრადიცია ჰქონდათ, მას შემდეგ ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნოლოგია სულ ოდნავ შეიცვალა.

ყურძნის მტევნებს კვლაც ხელით კრეფენ, ფეხით ჭყლეტენ საწნახელში, ყურძნის წვენს მიწისქვეშ მდებარე თიხის ჭურჭელში ინახავენ, სადაც ფერმენტაცია ხდება.  კახეთი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის რეგიონია. პატარა ქალაქი სიღნაღი რეგიონის კულტურული დედაქალაქია, რომლის ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებშიც მარნებია ჩამწკრივებული. 

კახეთში მოგზაურობისას გახსოვდეთ, ყველაზე მაგარ ღვინოს არა ღია ცის ქვეშ, არამედ სოფლებში, უკანა ეზოებში ჩამარხულ ქვევრში აღმოაჩენთ“,-წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი.

Lonely Planet-ის ვებ-გვერდს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს. გამოცემას  Twitter-ზე 6 მილიონზე მეტი, ხოლო instagram-ზე 3.3 მილიონი გამომწერი ჰყავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023