ბიზნესი
24/03/2020

მაგნიტმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთის ფინანსური რესურსი გამოყო

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ,,მაგნიტმა“ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 50 000 ლარი გამოყო.

აღნიშნული თანხა #stopcov ფონდში ჩაირიცხა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.

– ,,შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, „მაგნიტმა“ აღნიშნული თანხა ვირუსთან ბრძოლისთვის გამოყო.  დღეს ჩვენი მოქმედება მიმართულია, ხელი შევუწყოთ იმ უწყებებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ამ გამოწვევის წინაშე. ვთვლით, რომ გაერთიანებული და კოორდინირებული ძალებით ყველა სირთულეს გავუმკლავდებით’’ – აცხადებს ,,მაგნიტის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პირველია,  რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებზე გააკეთა და დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით 211 ფილიალს და 4000 – ზე მეტ დასაქმებულ ადამიანს აერთიანებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023