ფოტო: shutterstock
ბიზნესი
17/11/2022

"მაგთი" და "სილქნეტი" რეიტინგულ ტელეკომპანიებს უჩივიან

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობის სერვისის გამავრცელებელი კომპანიების საჩივარს განიხილავს.

როგორც კომუნიკაციების კომისიის  წევრი ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, საჩივარი ყველაზე რეიტინგული მაუწყებლების წინააღმდეგაა მიმართული, რადგან მათ საკუთარი კონტენტის გავრცელებისთვის გარკვეული თანხა მოითხოვეს. ტრანზიტორმა კოპანიებმა კი მიიჩნიეს, რომ საქმე ეხება კონკურენციის კანონის დარღვევას და შეთანხმებულ ქმედებას და სწორედ ამ მიმართულებით გაასაჩივრეს საკითხი კომუნიკაციების კომისიაში.

„საქმე ეხება ისეთ მაუწყებლებს, როგორებიც არიან „იმედი“, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და კიდევ ორი-სამი კომპანია. მათ „სილქნეტს“, „მაგთის“ და სხვა საკაბელო კომპანიებს მოთხოვეს თანხის გადახდა მათი კონტენტის გავრცელებაში. გამავრცელებლებმა ეს მიიჩნიეს კონკურენციის კანონის პრინციპების დარღვევად კომისიაში და ეს საკითხი იხილება სწორედ მოქმედი კანონმდებლობით - გვაქვს თუ არა რაიმე დარღვევა. ამჟამად კონკურენციის საააგენტოსთან ერთად ვსწავლობთ საკითხს კონკურენციის ახალი კანონის გათვალისწინებით. მიმდინარეობს საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და გაზიარება, ასევე ტარდება კვლევა და შედეგი უნდა დადგეს რამდენიმე თვეში“ - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023