ბიზნესი
01/11/2021

მაია ბითაძე: დღგ-ს შეღავათი 3-4 ობიექტს შეეხება

პარლამენტი დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დღგ-ს გადასახადის შეღავათის გაგრძელების კანონპროექტს განიხილავს. ცვლილება "საგადასახდო კოდექსში" შედის. 

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დეპუტატის მაია ბითაძის განმარტებით, საკითხი ეხება დღგ-სგან გათავისუფლების ვადის გაგრძელებას იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამო დაუწესდათ შეღავათები, თუმცა მშენებლობა დღემდე ვერ დაასრულეს, შენობა დაძველდა და დაექვემდებარნენ დემონტაჟს. ახალი მშენებლობის წამოწყებისთვის კი, საჭიროებენ ახალ ნებართვას. 

დეპუტატის თქმით, დაწესებული შეღავათით ისარგებლა 2 500-მა სუბიექტმა, დარჩენილია 3-4. ერთი არის სააკაძის მოედანზე არსებული ობიექტი, რომლის დემონტაჟს მუნიციპალიტეტი თვითონ ახორციელებს. შემდეგი არის ღრმაღელეზე არსებული ობიექტი და მარიჯანის ობიექტი. 

"ჩვენ რომ ეს ობიექტები დღგ-სგან არ გავათავისუფლოთ, ნიშნავს, რომ დამატებით 10-15 სართული უნდა მივიღოთ კიდევ, რაც ბუნებრივია, ამ ქალაქისთვის ძალიან დიდი ტვირთი იქნება, ისედაც გადამჭიდროვება გვაქვს. სამართლიანობიდან გამომდინარე ექვემდებარებიან დღგ-სგან გათავისუფლებას. უბრლაოდ, მოქმედი კანონმდებლობით, ვერანაირად ვერ ხერხდება მათი გათავისუფლება, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი მშენებლობის ნებართვის აღება უწევთ", - განაცხადა მაია ბითაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023