ბიზნესი
06/12/2022

Maia Cheese: შრი-ლანკაში ქოქოსის კაკლით შებოლილი სულგუნი ყველაზე მოთხოვნადია

შრი-ლანკაში ქართული, შებოლილი სულგუნი ყველაზე მოთხოვნადია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ შრი-ლანკაში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, Maia Cheese-ის მწარმოებელმა მაია დონაძემ განუცხადა.

ყველის ქართველი მწარმოებელი 30 წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს, მის მიერ დაფუძნებელი კომპანია კი  ამჟამად 45 სახეობის ყველს აწარმოებს. მათ შორისაა,ქართული ყველი - სულგუნი. რეალიზაციას კი გარდა შრი-ლანკაში არსებული ბრენდული მაღაზიისა, სუპერმარკეტებთან და HoReCa სექტორთან თანამშრომლობით ახდენს.

როგორც დონაძე აცხადებს, შრი-ლანკაში სულგუნი ქოქოსის კაკლებზე იბოლება.

მისივე ინფორმაციით,პირველად Maia Cheese ინდოეთში, გოაში დაფუძნდა, 2015 წლიდან კი შრი-ლანკაში კომპანიის მეორე ქარხანა დაფუძნდა.

„ახლა შრი-ლანკაში მეორე ქარხანას ვაშენებ, ჯამში 3 საწარმო მექნება,“-აცხადებს დონაძე.  მისივე ინფორმაციით, Maia Cheese  უახლოეს მომავალში დღეში  3000 კგ-დან 6000 კგ-მდე ყველას აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023