ბიზნესი
22/06/2023

"მამუკელაშვილების მარანი" 2024 წლის გაზაფხულზე სასტუმროს გახსნას გეგმავს

„მამუკელაშვილების მარანი“ 2024 წლის გაზაფხულზე  სასტუმროს გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მარნის თანადამფუძნებელმა, თეა მახათელაშვილმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მარანი თელავში მდებარეობს, სასტუმრო კი  მარნის ტერიტორიაზე განთავსდება. მახათელაშვილის ინფორმაციით, სასტუმროსთვის განკუთვნილი შენობა მათივე საკუთრებას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ობიექტის ინფრასტრუქტურული მოწყობაა დაგეგმილი.

იქიდან გამომდინარე, რომ სტუმრების მხრიდან ადგილზე დარჩენის დიდი მოთხოვნაა, სასტუმროს  გახსნამდე, "მამუკელაშვილის მარანში" მისულ სტუმარს სურვილის შემთხვევაში რომელიმე ადგილობრივ სასტუმროში განთავსებას შესთავაზებენ. 

ამ ეტაპზე, „მამუკელაშვილების მარანს“ 10 ადამიანის სრულყოფილად მასპინძლობა შეუძლია, რაშიც შედის ფოტოსესია, ღვინის დეგუსტაცია, ამასთან ფოლკლორული ანსამბლის გასართობი სანახაობა და სხვა.

„სასტუმრო ბუტიკური სტილით, 3-4 ნომრიანი იქნება. მის მოსაწყობად კი დაახლოებით  50 000-60  000 ლარის ინვესტიცია იქნება განსახორციელებელი,"- აცხადებს მახათლაშვილი.

როგორც მარნის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, სტუმრების მხრიდან მარანზე მოთხოვნა  მზარდია. სტუმრების დიდ ნაწილს ადგილობრივების პარარელურად,  უკრაინელები და  რუსები წარმოადგენენ.

ცნობისთვის, მარანი საოჯახო ბიზნესია, რომელიც  სულ მიმდინარე წელს  გაიხსნა და სტუმრებს ავთენტურ, ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებულ ქვევრის ღვინოს სთავაზობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023