ბიზნესი
07/07/2022

MANNA-ს საგურამოში ახალი პროექტის, "ჩაის სახლის" განხორციელება სურს

ქართული ჩაის მწარმოებელი MANNA ახალი პროექტის განსახორციელებლად დაფინანსების წყაროებს ეძებს.

კერძოდ, კომპანიას საგურამოში, MANNA ტერიტორიაზე ჩაის სახლის აშენება სურს. ფიქრობენ, რომ ადგილზე მოეწყობა სადეგუსტაციო სივრცე და მომხმარებელს ქართული ჩაის შეძენაც იქცე შეეძლება.

"გვინდა, რომ გავაკეთოთ ჩაის გზა. პროექტიც გაკეთებული გვაქვს და დაფინანსების წყაროების მოძიების პროცესში ვართ. ეს ტურისტულადაც ძალიან მიმზიდველი იქნება. მაგალითად, სვეტიცხოველი და ჯვარი ისეთი ადგილებია, რომელსაც ტურისტების 90% სტუმრობს. ტურისტული კომპანიებისთვის კი ასეთ დროს დიდი შუალედუ რჩება, რომ ეს მოგზაურები კიდევ სადმე წაიყვანონ. ძალიან კარგი იქნება, რომ ქართული ჩაის დეგუსტაცია, შეძენა იყოს შესაძლებელი ერთ ადგილზე. პანდემიის დროს ასეთი რაღაც ვცადეთ კიდეც და ხუთი, თუ ექვსი ჯგუ გვყავდა მოყვანილი. ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ტურისტული კომპანიებისგან კი წამოვიდა მოთხოვნა, რომ თქვენ თუ ასეთი რაღაც გექნებათ, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე მოვაწეროთ ხელიო. ჩვენ დავიწყეთ ამაზე ფიქრი. გავაკეთეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩაის სახლი იქნება დაგუსტაციის ადგილი, სადაც არა მხოლოდ ტურისტი, არამედ ადგილობრივებიც ისიამოვნებენ. ვფიქრობ, ამ პროექტს წელს დავიწყებთ და მომავალი წლისთვის უკვე დასრულებული იქნება",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" MANNA-ს თანადამფუძნებელმა, ირაკლი ღურჭუმელიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023