ბიზნესი
22/03/2021

"მანნამ" თხილეულის წარმოება დაიწყო

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელმა და დამფასოებელმა კომპანია „მანნამ“ თხილეულის წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, უკვე გაყიდვაშია ბლანშირებული და მოხალული თხილი, რომელიც მსხვილ სავაჭრო ქსელებში იყიდება.

“მანნას“ ბრენდით წარმოებული თხილი 80 გრამიან შეფუთვაშია და მისი ფასი „აგროჰაბში“  6.95 ლარია. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მომწოდებლებიდან (ძირითადად, სამეგრელო) იბარებს. მათივე განცხადებით, პროდუქტით უკვე დაინტერესდნენ ინგლისსა და ჩეხეთში.

რამდენიმე თვეში კომპანია დაფასოებული სახით ნუშის და ნიგოზის  გამოშვებასაც გეგმავს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდანაა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

თხილეულის გარდა, ქარხნის წარმადობა თვეში ამ ეტაპზე 8 ტონა ჩაის გადამუშავებაა, ეს კი სრული დატვირთვის დაახლოებით 30-40%-ია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023