ბიზნესი
14/08/2020

„მარლეტა“ აქცენტს ონლაინ გაყიდვებზე აკეთებს

ყველის მწარმოებელი კომპანია „მარლეტა“  პანდემიის შედეგად აქცენტს ონლაინ გაყიდვებზე აკეთებს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  კომპანიის დამფუძნებელმა ლევან ცაგურიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით,  კახეთში წარმოებული ყველი ძირითადად რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებსა და სპეციალიზირებულ ყველის მაღაზიებში იყიდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ძირითადი მყიდველი Horeca-ს სექტორია, გაყიდვები გასულ წელთან შედარებით  საგრძნობლად შემცირებულია. შესაბამისად,მოვნახეთ  პროდუქციის რეალიზების ალტერნატიული გზები. სულ რაღაც 10 დღეა, რაც ონლაინ პლატფორმა, marleta.ge-ზე განთავსდა პროდუქცია.ვიმდოვნებთ, რომ პროექტი გაამართლებს და გაყიდვების მაჩვენებელიც გაიზრდება. ონლაინ მაღაზიაში რამდენიმე დღეში დაემატება კახური ზეთი და გუდის ყველიც. ასევე ვგეგმავთ იტალიის და საფრანგეთის გლეხურ მეღვინეობებში დამზადებული, ექსკლუზიური და არამასიური ყველის ჩამოტანასაც.“-აცხადებს ცაგურია.

მისი ინფორმაციით, კომპანია ყველის 10 სახეობას აწარმოებს, რომელიც არატრადიციული ტექნოლოგით მზადდება და განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს მოითხოვს.

„თხისა და ძროხის რძეს ვიბარებთ ერთი ფერმერისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიაც და დამატებული ინგრედიენტები განსაკუთრებულს ხდის ყველს, საშუალო ფასი 25– 55 ლარია. დამზადებას დაახლოებით 1–3 თვემდე პერიოდი სჭირდება. დაძველება კი სპეციალურ კლიმატურ პირობებში ხდება.“– აღნიშნავს ცაგურია.

„მარლეტა“ კახეთში, კერძოდ სოფელ შალაურში 2010 წლიდან არსებობს.დღიური წარმადობა 10-15 კილოგრამი ყველია.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023