ბიზნესი
02/09/2020

MDF ურეკში ბულვარის განახლებით უკმაყოფილოა და კონტრაქტორ კომპნიას აფრთხილებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ურეკში ბულვარისა და ცენტრალური ქუჩების განახლების პროცესით უკმაყოფილოა. პროექტი, რომლის ღირებულება 5 მლნ-ია, ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ შესრულებული სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, რომ კონტრაქტორ კომპანიას შესრულებული სამუშაოების ხარისხის გამო რამდენჯერმე მიეცა გაფრთხილება, აქვს გარკვეული პრობლემები შესრულების ხარისხთან მიმართებაში, რის გამოც, მას შესაძლოა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულებულია ურეკის ბულვარის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, შესაბამ,ისად, მოეწყო ველო-ბილიკები და მცირე მოედნები, სივრცეების ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის, საპირფარეშო, გარე განათება. დასრულებულია ბულვარის პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაც და გარე განათების მონტაჟი.

„კონტრაქტორი სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია მისთვის მითითების მიცემა. დღესაც ჩვენ ვიმყოფებით მონიტორინგზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს რომ პირველი ფაზით განსაზღვრული სამუშაოები მეტნაკლებად დასრულებულია,  თუმცა ხარისხობრივად კმაყოფილი ნამდვილად ვერ დავრჩით. შესაბამისად, ჩვენი დამატებითი ჯგუფი კიდევ შეისწავლის ამ ობიექტს, მიეცემა საბოლოო გაფრთხილება და თუ უახლოეს პერიოდში არ მოხდება აღნიშნული დეფექტების გამოსწორება, მაშინ იძულებული ვიქნებით მივმართოთ შესაბამის სანქციებს“- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023